„ქეთი სულ სისხლში ცურავდა… უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს, დილით ჩვენი ცხოვრება ტირილით იწყება“, – ამბობს 28 თებერვალს, ლილოში სასტიკად მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ბებია და 3 თვის შემდეგ, შვილიშვილის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს.
მარიამ შეთიკაური კურიერი • P.S-თან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ მისი შვილიშვილის მკვლელობის მოტივებზე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა, ადასტურებს, რომ ქეთი ჯავახიშვილს ოთარ ცინდელიანთან [მკვლელობაში ბრალდებული] ურთიერთობა მომხდარ შემთხვევამდეც ჰქონდა.
როგორც გარდაცვლილი გოგოს ბებია აღნიშნავს, მისი შვილიშვილი განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარ განზრახულადაა მოკლული:
„ქეთის ხელები სულ გადაჭრილი ჰქონდა. ფეხი, ხელი, თავი, სულ ყველაფერი… დაგვღუპა [ოთარ ცინდელიანმა] ორ-ორი ოჯახი. 28 თებერვალს მოკლა, ერთი დღე არ აცალა, რომ გაზაფხული შეეგრძნო.
ჯერ უცემია, შემდეგ დანა დაურტყია და ორმოში ჩაუგდია. დილით ქეთი მამამ ნახა, ვიღაც მოუკლიათო, გავიდა გარეთ და რომ მივიდა და გადმოწია ცხედარი, ქეთი სულ სისხლში ცურავდა. უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს, დილით ჩვენი ცხოვრება ტირილით იწყება“, – აღნიშნავს მარიამ შეთიკაური.
„ესპანეთში ოჯახებით ერთად იყვნენ, ერთ სკოლაში დადიოდნენ.. გოგოს ოჯახი საქართველოში მანამდე ჩამოვიდა, ბიჭი კი ემიგრაციიდან დედამისთან კონფლიქტის შემდეგ წამოსულა“ – ადგილობრივები ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულზე
სამგორის რაიონში მომხდარი 21 წლის გოგოს მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ.
გოგო ბებია ვარაუდობს, რომ ცინდელიანი ნარკოტიკებს მოიხმარდა და მის შესაძენად თანხას ქეთისაც სძალავდა.
„ზოგი ამბობს, ასე უთქვამს, თუ ჩემი არა, სხვისიც არ იქნებიო…“ – ამბობს ბებია.
ინფორმაციისთვის, 28 თებერვალს, ლილოში სასტიკი მკვლელობა მოხდა – 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი სახლთან ახლოს, ორმოში იპოვეს.
სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მანამდე მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა. ქეთი ჯავახიშვილს სხეულზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ირკვევა, რომ მოკლულსა და ბრალდებულს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც ესპანეთში დაიწყო. ცინდელიანი პერიოდულად ესპანეთში ცხოვრობდა, ქეთი კი იქ სასწავლებლად გაემგზავრა. მკვლელობა კი მათი თბილისში დაბრუნების შემდეგ მოხდა.
28 თებერვალს, ოთარ ცინდელიანი ქეთის სოცქსელით დაუკავშირდა და დაახლოებით ღამის 2 საათზე, შეხვედრა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
აღიარებით ჩვენებაში ცინდელიანი ამბობს, რომ ქეთი ჯავახიშვილს ბრაუნინგის ტიპის იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და გაიქცა საკუთარი სახლისკენ, რომელიც მომხდარიდან 4 წუთის სავალზეა.
გამთენიისას დასახიჩრებული ცხედარი ხის საამქროს თანამშრომელმა იპოვა. მალევე ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ცხედარი კი გოგოს მამამ ამოიცნო.
„მამამ შვილი ორმოში ნახა“ – რას ამბობენ ახლობლები 22 წლის ახალგაზრდა გოგოს მკვლელობის საქმეზე
თავად მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მომხდარის შემდეგ ბებიის სახლში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დუშეთში გაემგზავრა. გზაში კი, მოკლულთან მიწერილი ყველა შეტყობინება წაშალა.
„მივედი ქეთევანის სახლთან, მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში ჩავედით ორმოში. ვკითხე, რატომ არ მხვდებოდა ბოლო დროს სისტემატურად და ვკითხე, სხვა მამაკაცი ხომ არ ჰყავდა, რაზეც მომაყენა შეურაცხყოფა.
მე ვიყავი არაფხიზელ მდგომარეობაში, გავბრაზდი, ამოვიღე დანა და დავარტყი ყელში, შემდეგ სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ამის შემდეგ წავედი სახლში, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე მეტრის მანძილზეა“. – აღნიშნულია ბრალდებულის ჩვენებაში.
ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს