LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯილ ბაიდენი „სკაიპარელის“, ბრიჯიტ მაკრონი კი „ლუი ვიტონის“ კაბაში – ელისეის სასახლეში გამართულ ვახშამზე

188
ჯილ ბაიდენი „სკაიპარელის“, ბრიჯიტ მაკრონი კი, „ლუი ვიტონის“ კაბაში, ელისეს სასახლეში გამართულ ვახშამზე

ელისეის სასახლეში ჯო და ჯილ ბაიდენების პირველი ოფიციალური ვიზიტის პატივსაცემად საპატიო ვახშამი გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მასპინძლობდნენ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობი სელმა ჰაიეკი და მისი მეუღლე ფრანსუა-ანრი პინო, ასევე მუსიკოსი ფარელ უილიამსი, ნიკოლა სარკოზი კარლა ბრუნისთან ერთად და ენტონი ბლინკენი.

ჯილ ბაიდენი ვახშამზე ბრწყინავდა „სკაიპარელის“ მუქი ლურჯი ფერის კაბაში, რომელიც ულამაზესი შლეიფით იყო გაფორმებული, ხოლო ანსამბლს „მანოლო ბლანიკის“ ფეხსაცმელი და „რაიმონდის“ ბრილიანტის სამკაული ასრულებდა.

რაც შეეხება ბრიჯიტ მაკრონს, ის „ლუი ვიტონის“ გრძელი თეთრი კაბით იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g