26 წლის ანა ბაიაძე University of Oxford-ში სამართლისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით გააგრძელებს სწავლას.
როგორც მან „ფორტუნას“ თავად უთხრა, დაფინანსება Oxford-Weidenfeld and Hoffmann – Sloane Robinson Foundation Graduate Scholarship-დან მოიპოვა.
აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში კი University of Oxford სწავლის გადასახადის 40%ს დაუფარავს, დანარჩენ ნაწილს და ყოველთვიურ სტიპენდიას კი Oxford-Weidenfeld and Hoffmann Trust უზრუნველყოფს.
„Oxford-ის უნივერსიტეტში სამართლისა და ფინანსების მაგისტრატურის პროგრამაზე ჩარიცხვისა და სრული დაფინანსების ამბავი რომ შევიტყვე, უდიდესი სიხარული, სიამაყე და მადლიერება ვიგრძენი.
ეს სიახლე ჩემთვის ბოლო წუთამდე უფრო მეტად ოცნება იყო, ვიდრე – მოსალოდნელი ფაქტი. არჩევანი სამართლისა და ფინანსების პროგრამაზე იმ მიზნით შევაჩერე, რომ სამართალსა და ეკონომიკაზე უკვე მიღებული ინტერდისციპლინარული ცოდნა გავიღრმავო.
სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნებას და მიღებული ცოდნის აქ გამოყენებას ვგეგმავ – ვიმედოვნებ, რომ ამ ხარისხის მოპოვება ფასდაუდებელ გამოცდილებასა და კავშირებს შემძენს შემდგომი წარმატებებისათვის“, – უთხრა „ფორტუნას“ ანა ბაიაძემ.
ამასთან, პარალელურად, გუშინვე, მიიღო შეტყობინება, რომ Chevening-ის დაფინანსებაც მოიპოვა, [ბრიტანეთის საელჩოს სასტიპენდიო პროგრამა Chevening – გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს].
„ერთი და იგივე პროგრამაზე ორი დაფინანსება მაქვს და უნდა გავაკეთო არჩევანი – ჯერ ორივესთან ვაზუსტებ დეტალებს და პირობებს“. – დაამატა ანა ბაიაძემ.
ინფორმაციისთვის, University of Oxford გლობალურად აღიარებული რეიტინგებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.
ანა ბაიაძე ამ ეტაპზე საქართველოს ბანკის იურიდიული კვლევების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
გარდა ამისა, წარმატებული ახალგაზრდა კერძო სამართლის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეულია ლექტორია.