LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დათოს დაბადების დღეა და ვიცი, რომ ამაზე დიდ საჩუქარს ვერასდროს ვერ ინატრებდა“ – რას წერს დავით ყიფიანის შვილი

407
დავით ყიფიანი

დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს.

„ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მატჩი ლეგენდარული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა.

ამ დღესთან დაკავშირებით დავით ყიფიანის შვილი, გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დორტმუნდში ძალიან ბევრი ქართველია და ყველა მათგანი კონკრეტული მისიით არის ჩამოსული. – ყველამ იცის რომ დღეს ბრძოლის დღეა და ამ ბრძოლაში ყველას ჩვენი როლი გვაქვს. 90 წუთით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიქნებით ერთნი ისე როგორც ვიყავით 26 მარტს, ისე როგორც წესით ყოველთვის უნდა ვიყოთ, როდესაც ქვეყანას ეს სჭირდება.
დიდი მადლობა ყველას ვინც ამ წარმატების მიღწევაში წვლილი შეიტანა. ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციას, გულშემატკივარს. ყველას ვინც ამ წერტილამდე მოგვიყვანა.
დღეს დათოს დაბადების დღეა და ვიცი, რომ ამაზე დიდ საჩუქარს ვერასდროს ვერ ინატრებდა“. – წერს გიორგი ყიფიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g