LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორდოს უნივერსიტეტის გაზონებს ცხვრები მოაწესრიგებენ

123
765

საფრანგეთში, ბორდოს უნივერსიტეტში დაახლოებით 30-მა ცხვარმა დაიწყო მუშაობა. ფარა სამი კამპუსის გაზონს მოაწესრიგებს, წერს le bonbon.

მთლიანობაში ცხვრების განკარგულებაში 54 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ბალახია, რომელსაც წარსულში ბალახის საკრეჭი მანქანებით ჭრიდნენ.

განსხვავებით სპეც-ტექნიკისგან, ცხვრები ბალახს არამხოლოდ მავნე გამონაბოლქვის გარეშე აწესრიგებენ, არამედ ბიომრავალფეროვნების დაცვასაც უწყობენ ხელს. ისინი ისე მიირთმევენ ბალახს, რომ ნიადაგის ზედა ფენებს არ აზიანებენ, შედეგად ახალი მცენარეებისთვისაც გამოთავისუფლება ადგილი.

ცხოველებს ევროპის ქალაქებში სულ უფრო და უფრო ხშირად ასაქმებენ. მაგალითად, ცხვრები მუშაობენ ბრიუსელის აეროპორტში და მადრიდის ყველაზე დიდ პარკში. ამსტერდამის აეროპორტმა კი სამსახურში ღორები აიყვანა და მათი მოვალეობა ჩიტების დაფრთხობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები