LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის ბიჭმა სკოლა დაამთავრა და უაზროდ დაკარგულ წლებზე ჩივის

120
indian-origin-nyu-12-years-kid-2

აშშ-ში მცხოვრებმა ბიჭმა 12 წლის ასაკში სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩაბარების უფლება მიიღო. ამის შესახებ People წერს.

სუბორნო ისააკ ბარიმ სასწავლო პროცესი ივნისის თვეში დაასრულა. დაწყებითი კლასების შემდეგ ის მხოლოდ მე-4, მე-8, მე-10 და მე-12 კლასებში სწავლობდა, დანარჩენებს კი შესაბამისი გამოცდებით ახტებოდა. ამის შემდეგ ბარიმ შტატის სტანდარტული გამოსაშვები ტესტიც დიდი წარმატებით ჩააბარა და კოლეჯში ან უნივერსიტეტში სწავლის უფლება მიიღო.

ვუნდერკინდი ფიქრობს, რომ სკოლაში სწავლის პროცესი ზედმეტად ხანგრძლივი იყო, თუმცა ნამდვილად ნაყოფიერი. „ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. ძალიან ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვდი, ვისწავლე ბევრი რამე მათემატიკაში, მეცნიერებასა და სხვა საგნებში“, – ამბობს მომავალი სტუდენტი. მან ისიც დაამატა, რომ სხვა მოსწავლეები ისე ექცეოდნენ, როგორც ნებისმიერ უფროსკლასელს.

შემოდგომისთვის ბარი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას, სადაც მათემატიკას და ფიზიკას შეისწავლის, რადგან ეს საგნები მას ყველაზე მეტად მოსწონს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები