„საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდნენ, არამედ პირიქით იყო და ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი მართლა უნდა შეგეცოდოს – ასეთი დამოკიდებულებით ვარ ჩვენი კოლეგების მიმართ სამწუხაროდ” – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ გვეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან რას ჩადიან. რომლებიც ახლა გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა პირიქით არის – სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო. საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდნენარამედ პირიქით იყო და ეს ის სიტუაციაა, როცა ადამიანი მართლა უნდა შეგეცოდოს – ასეთი დამოკიდებულებით ვარ ჩვენი კოლეგების მიმართ სამწუხაროდ” – განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას.