LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მჯეროდა, როდესაც ამბობდნენ, რასაც თამაშობ ის გემართებაო“ – ლევან ყოჩიაშვილი 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა

446
2024-06-20_01-53-30_179268

ლევან ყოჩიაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია.

მსახიობმა პირადი ცხოვრებასა და მეუღლესთან 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორებაზე ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, დაშორება მისთვის ძალიან მძიმე ტრავმა აღმოჩნდა.

„წელიწადია, რაც დავშორდით და ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. არ მჯეროდა, როდესაც ამბობდნენ, რასაც თამაშობ ის გემართებაო. ზუსტად ასე მოხდა. ეს არ არის მოკლე პერიოდი, მთელი ცხოვრებაა, ბავშვები, ჩვეული გარემო. დიდი ტრავმაა, თუმცა ასე ჯობდა. 25 წელი ვიყავით ერთად. არავის ვუსურვებ. ასეთი მთლიანობიდან უცებ ვერ გამოხვალ“, – საუბრობს ლევან ყოჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g