მომღერალი ნინი შერმადინი გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს და წერს, რომ მონაწილეობს მორიგ კონკურსში, სადაც გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით ვლინდება.
„რჩევა მჭირდება ჩემო მეგობრებო და ნუ დაიზარებთ პასუხს ❤️❤️❤️ ტარდება ახალი კონკურსი ავტორ შემსრულებლების და ჟიურისთან ერთად ისევ ხალხის ხმა წყვეტს. ჩემი სიმღერა მოხვდა უკვე კონკურსში და გავრისკო თუ ძალიან შეგაწუხებთ ისევ ხმის მიცემა რომ გთხოვოთ? ❤️🎶 ძალიან მერიდება მაგრამ, სადამდეც მივალთ მივალთ 😂😂😂 თქვენ რას ფიქრობთ? ხმის მიცემა დაიწყება 1 ივლისს და დამთავრდება 11 ივლისს ტოპ ოცეულის გამოსავლენად და ასე შემდეგ. ჰოდა, ძალიან მერიდება თქვენი და რა ვქნა?“, – წერს ნინი შერმადინი.