LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ტელეფონი ჩუმად ამოვაფარე ქართულ დროშას, რომ ეს მომენტი აღმებეჭდა.. „კვარაააა“ – გვეძახიან, რანაირი სიამაყის გრძნობაა ვერ გადმოვცემ.. საქართველო ევროპაა და ჩვენი მომავალი მხოლოდ ნათელია“ – ნინი შერმადინი

5668
ნინი შერმადინი

მომღერალი ნინი შერმადინი საფრანგეთში, კანის კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც წითელ ხალიჩაზე ქართული დროშა ააფრიალა და ეს მომენტი აღბეჭდა.

ნინიო შერმადინი წერს, რომ ქართული დროშის დანახვაზე „კვარა“-ს იძახიან, რისთვისაც ნინი ხვიჩა კვარაცხელიას მადლობას უხდის.

მისივე განცხადებით, საქართველო ევროპაა და ჩვენი მომავალი მხოლოდ ნათელია.

„კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე სადაც მთელი მსოფლიოს ვარსკვლავებს ფეხი დაუდგამთ, დღეს 18 მაისს ჩემი ოცნება ახდა, არ მახსოვს როგორ გავიარე, მაგრამ ერთი წამით მეც ვიგრძენი თავი ნამდვილ ვარსკვლავად, მოგეხსენებათ ფოტოების გადაღება არ შეიძლება მაგრამ ტელეფონი ჩუმად ამოვაფარე ჩვენს ულამაზეს ქართულ დროშას, რომ ეს მომენტი აღმებეჭდა. ❤️ „Georgiaaa“ და ფოტოგრაფების ყურადღება მივიქციეთ მე და ჩემმა ეკამ და ულამაზესმა კატრინის პრინცესებმა ანასტასიამ, ოიანამ, ნუცამ… მართალია სიტყვა მე ჯერ ვერ ვთქვი, მსოფლიო ასპარეზზე მაგრამ, სამაგიეროდ ჯორჯია! კვარაააა… გვეძახიან, რანაირი სიამაყის გრძნობაა ვერ გადმოვცემ… მადლობა კვარა ❤️🙏 მეტი რაღა ქნას ამ პატარა ბიჭმა! 🙏 ჩემი სიამაყეა საქართველო! ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქართველობა! ❤️ ოცნებები ხდება და იმედია ერთ დღეს მეც შევძლებ, კიდევ ერთხელ ამაყად ავაფრიალო ჩემი ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიო ასპარეზზე! საქართველო ევროპაა და ჩვენი მომავალი მხოლოდ ნათელია! ❤️ გაუმარჯოს საქართველოს!“, – წერს ნინი შერმადინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები