Nvidia მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. ჩიპების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის შესახებ BBC წერს.
რამდენიმე დღის წინ როცა ვაჭრობა დასრულდა, Nvidia-ს ერთი აქციის ღირებულებამ 136 დოლარს გადააჭარბა, რაც 8 წლის წინანდელ მაჩვენებელზე 100-ჯერ უფრო მეტია.
Nvidia-ს საბაზრო ღირებულება ამ დროის მონაცემებით 3,34 ტრილიონი დოლარია.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიათა მეორე ადგილს Microsoft იკავებს, მესამე კი Apple-ია.
რაც შეეხება ლიდერს, ის კომპიუტერულ ჩიპებს აწარმოებს, რაც ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაოდ არის საჭირო. ბუნებრივია, სფეროს განვითარებამ და თანამედროვე ტექნოლოგიების განსაკუთრებულმა პოპულარობამ კომპანიას გაყიდვები ძალიან გაუზარდა.