ბრიტანეთში სამეფო დოღი იმართება, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან. ღონისძიებას ავადმყოფობის გამო ვერ ესწრება ქეით მიდლტონი, წელს უელსის პრინცესა დოღზე დედამ, კეროლმა შეცვალა, ის ღონისძიებაზე სიძესთან, პრინც უილიამთან ერთად მივიდა. თავად უილიამი დოღზე პროტოკოლით გათვალისწინებული სამოსით მივიდა, ფრაკითა და შლაპით. კეროლ მიდლტონი კი, თეთრი ფერის, გოფრირებულ, ყვავილებიან კაბაში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით მათ ქეითის მამა, ჯეიმს მიდლტონიც შეუერთდა.
მედიის ყურადღება მიიქცია სიძე-სიდედრის განსაკუთრებულმა ურთიერთობამ. გამოცემები წერენ, რომ ქეითის ავადმყოფობამ, ოჯახი განსაკუთრებულად დააახლოვა.
საჯაროდ გამოჩენის შემდეგ, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა