საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილმა 8 წლის მარიამ შეყელაშვილმა, რომლის მიერ შესრულებულმა „საზანა ლორკემ“ რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცე მოიცვა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.
პატარა მოცეკვავის შთამბეჭდავი ვიდეო ამჯერად სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ვრცელდება.
მარიამი ვიდეოს ავტორთან ერთად, ისეთივე არტისტიზმითა და ოსტატობით ცეკვავს, როგორც ინტერნეტსენსაციად ქცეულ ვიდეოში.
„მართლაც რომ საოცარია“, „მიყვარს ეს ბავშვი“, „საოცარი გოგოა“ – აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეოს ავტორი „ტიკ-ტოკზე“ – Keteone.