LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მასწავლებლებმა მითხრეს, ზეიმი გვაქვს და ხომ არ იცეკვებდიო? მეც უარი აღარ ვუთხარი“ – გაიცანით 8 წლის მარიამ შეყელაშვილი, რომლის მიერ შესრულებული „საზანა ლორკე“ ინტერნეტსენსაციად იქცა

3467
მარიამ შეყელაშვილი

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტსივრცე 8 წლის გოგონას ცეკვის ვიდეომ მოიცვა – მარიამ შეყელაშვილი საოცარი არტისტიზმით ასრულებს „საზანა ლორკეს“.

მარიამის ცეკვამ და სამსახიობო ნიჭმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა, კადრებს უამრავი გამოხმაურება და მოწონება აქვს.

პატარა მოცეკვავე გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარ თავზე ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ სურს, მომავალში ცეკვის მასწავლებელი გახდეს:

„ეს ცეკვა უკვე მომზადებული მქონდა, მასწავლებლებმა მითხრეს, ზეიმი გვაქვს და ხომ არ იცეკვებდიო? მეც უარი აღარ ვუთხარი.

ეს ცეკვა რომ ვნახე, შესრულება მომეწონა და მეც მინდოდა, შემესრულებინა. ამ ცეკვის შემდეგ, სკოლაში რომ შევედი, ყველა მილოცავდა, მეუბნებოდნენ – რა მაგარი ხარო.

რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას, კაბა მუსიკის მასწავლებელმა მათხოვა, შემდეგ კი, პოპულარული რომ გავხდი – მაჩუქა“, – ამბობს მარიამ შეყელაშვილი.

🔵 8 წლის ინტერნეტვარსკვლავი, მარიამ შეყელაშვილი სტუმრად „პოსტალიონში“

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ორშაბათი, 10 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები