LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მართლაც საოცარი გოგოა“ – მარიამ შეყელაშვილმა „საზანა ლორკეს“ მორიგი შესრულებით საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა

183
მარიამ შეყელაშვილი

საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილმა 8 წლის მარიამ შეყელაშვილმა, რომლის მიერ შესრულებულმა „საზანა ლორკემ“ რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცე მოიცვა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.

ვიდეო: „მასწავლებლებმა მითხრეს, ზეიმი გვაქვს და ხომ არ იცეკვებდიო? მეც უარი აღარ ვუთხარი“ – გაიცანით 8 წლის მარიამ შეყელაშვილი, რომლის მიერ შესრულებული „საზანა ლორკე“ ინტერნეტსენსაციად იქცა

პატარა მოცეკვავის შთამბეჭდავი ვიდეო ამჯერად სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ვრცელდება.

მარიამი ვიდეოს ავტორთან ერთად, ისეთივე არტისტიზმითა და ოსტატობით ცეკვავს, როგორც ინტერნეტსენსაციად ქცეულ ვიდეოში.

„მართლაც რომ საოცარია“, „მიყვარს ეს ბავშვი“, „საოცარი გოგოა“ – აღნიშნავენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეოს ავტორი „ტიკ-ტოკზე“ – Keteone.

ვიდეო: „ორი სარე.. ეს სიმღერა თიკამ გააცოცხლა და სრულიად კაცობრიობა მღერის და ცეკვავს მის ვერსიას“ – მარიამ შეყელაშვილის და თიკა ფაცაციას შესანიშნავი „საზანა ლორკე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები