ახალ ზელანდიაში ქალმა ბოიფრენდს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მან ის აეროპორტში არ წაიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.
ქალის თქმით, აწ უკვე ყოფილმა შეყვარებულმა „ვერბალური კონტრაქტი“ დაარღვია, რის გამოც მან ფრენას ვერ მიუსწრო და ხარჯებიც ზედმეტად გაეზარდა. საქმე ისაა, რომ კაცისგან აეროპორტში წაყვანის პირობა ჰქონდა აღებული, გარდა ამისა, ყოფილ პარტნიორს მისი არ ყოფნის პერიოდში მის ძაღლებზეც უნდა ეზრუნა.
გეგმების არევის გამო ქალმა დააგვიანა რეისზე, ვერ ჩავიდა დროულად დანიშნულების ადგილამდე, სადაც კონცერტს უნდა დასწრებოდა და სხვა დღისთვის მოუწია ბილეთების შეძენა.
სასამართლომ გაბრაზებული მოქალაქის აზრი ვერ გაიზიარა, ვერც დანაშაულის რაიმე კვალს მიაგნო, ამიტომ სარჩელის დარეგისტრირებაზე ქალს უარი უთხრეს.