LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველომ, ტრენინგ ინდუსტრიამ, განათლების სფერომ, ყველა ადამიანმა დაკარგა ბატონი გიორგი, თუმცა მისი კვალის გასაგრძელებლად დარჩა თაობები, რომელიც მან გაზარდა და განავითარა“ – ტრენერთა ასოციაცია

354
გიორგი გახელაძე

57 წლის პროფესორ გიორგი გახელაძეს, რომელიც 6-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

„ყველას ჩვენი წილი გიო გვყავდა… ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველომ დაკარგა ღირსეული, საქმის პროფესიონალი და ძალიან დიდი ადამიანი“ – სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მაგდალინა თოდუა პროფესორ გიორგი გახელაძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება

გიორგი გახელაძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს „ტრენერთა ასოციაციის“ გუნდი და კოლეგას ემოციურად ემშვიდობება:

„ტრენერთა ასოციაცია“ უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი ძვირფასი კოლეგის, გიორგი გახელაძის გარდაცვალების გამო.

საქართველომ… ტრენინგ-ინდუსტრიამ, განათლების სფერომ, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა, ყველა ადამიანმა, ვინც მას იცნობდა, დაკარგა ბ-ნი გიორგი, თუმცა მისი კვალის გასაგრძელებლად დარჩა თაობები, რომელიც მან გაზარდა და განავითარა.

მთელი გულით თანავუგრძნობთ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და სრულიად ყველა ადამიანს, ვინც მას იცნობდა.

პატივისცემით, ტრენერთა ასოციაციის გუნდი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრენერთა ასოციაცია უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი ძვირფასი კოლეგის გიორგი გახელაძის გარდაცვალების გამო….

Posted by ტრენერთა ასოციაცია • Trainers' Association on სამშაბათი, 25 ივნისი, 2024

„სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო…ძალიან უყვარდა თავის საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, ძალიან ადრე იყო წასვლისთვის“ – მოქალაქე გიორგი გახელაძეზე

„წარმოუდგენელი ამბის მოწმეები ვართ…ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მთელს ქალაქს და მთელს ქვეყანას…“ – ცირა ბარბაქაძე გიორგი გახელაძეს ემშვიდობება: რას იხსენებს პოეტი პროფესორზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g