LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ.. ისე ვგრძნობთ თავს, თითქოს ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით“ – გურამ კაშია

173
გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ამბობს, რომ ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან 2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე ნაკრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, „რუსთავი 2“-თან საუბრის დროს განაცხადა.

გურამ კაშიამ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნაკრების წარმატებაში თითოეულმა ადამიანმა საკუთარი წვლილი ჩადო და ეს ყველა ქართველის წარმატებაა:

„საოცარი გარემო დაგვახვედრეს, ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ასეთი სიყვარული და სიამოვნება გვაჩუქა, ჩვენ, ფეხბურთელებს ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.

მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე უყვართ საკუთარი ქვეყანა, როგორც ჩვენ, ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივარს.

მგონია, რომ ამ წარმატებაში თითოეულმა ადამიანმა საკუთარი წვლილი ჩადო, ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის წარმატება.

მართლა ისე ვგრძნობთ ფეხბურთელები თავს, რომ თითქოს ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით. როგორი მაგარია არა? ხალხს იმედი დაუბრუნდა და იმედია, რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იქნება.

ფეხბურთიდან ნამდვილად არ მივდივარ, იმიტომ, რომ მინდა ფეხბურთის თამაში და მიხარია თამაში, ამიტომ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა გურამ კაშიამ მედიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g