LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიზი ძალიან კარგად ხატავს, ცეკვავს“ – რა გეგმები აქვთ ელენე ფოჩხუას და მის ქალიშვილს

294
BeFunky-collage (19)

მომღერალი ელენე ფოჩხუა ქალიშვილთან, ლიზი ზარქუასთან და მის მეგობართან, ანა კოშკაძესთან ერთად გადაცემას „პოსტ ალიონი“ სტუმრობდა.

გადაცემაში ელენემ მისი ძმის, გიორგი ფოჩხუას ცნობილი ჰიტი შეასრულა. შემდეგ კი მის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.

„აგვისტოში ბავშვებთან ერთად ვაპირებ დასვენებას, შემდეგ კი, შემოდგომაზე გავაგრძელებ აქტიურ მუსიკალურ კარიერას. ამ ეტაპზე ახალ სიმღერაზე მუშაობას ვასრულებ, რომელიც სექტემბერში იხილავს დღის სინათლეს. მიმდინარეობა – ფანქი, ძალიან ენერგიული სიმღერა გამოვა ძალიან მალე.

რაც შეეხება ჩემს შვილს, ლიზი ძალიან კარგად ხატავს, შესაბამისად, დიზაინის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ლიზი ხელოვნების დიდი მოყვარულია და ძალიან კარგად ცეკვავს“ , – ამბობს ელენე ფოჩხუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g