LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი პირველი შვილი ორჯერ მყავს ნანახი…ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მოვა ის დრო, როდესაც ყველაფერს ავუნაზღაურებ“ – ლევან გორგაძე

2123
2024-07-08_01-32-30_769237

ქართველი სპორტსმენი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც პირველი შვილის შესახებ საუბრობს.

ლევანის თქმით, შვილი 7 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი, რადგან ყოფილ მეუღლესთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

„ჩემი შვილი უჩემოდ იზრდება. ისე მოხდა, რომ პირველ მეუღლეს დავშორდი. უკვე 7 წლის ხდება და ორჯერ მყავს მხოლოდ ნანახი. ალბათ ყველაზე მეტად მას ვაკლივარ. ყოფილ მეუღლესთან არ მაქვს ის ურთიერთობა, რომ შვილი მოვინახულო ხოლმე. ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მოვა ის დრო, როდესაც ყველაფერს ავუნაზღაურებ…“, – საუბრობს ლევან გორგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g