LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Let’s Get It Started-იდან „გაიღიმეთი“ დასრულებული The Black Eyed Peas-ის შოუ-კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

1206
black eyed peas

გუშინ, 7 ვლისს, StageLove Affair-ის ორგანიზებით, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე ცნობილი ამერიკული საკულტო ჯგუფის The black eyed peas-ის კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა.

The black eyed peas-ის გრანდიოზული შოუ-კონცერტი ქართველი მელომანების უწყვეტი ტაშითა დ ოვაციებით გაიხსნა. მანამდე კი, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართველი მუსიკოსებისა და ბენდებისთვის: „გამოუვალი მდგომარეობა“, ANIK; CIRCUS MIRCUS; ასევე მოწვეული DJ CHINAUS-ს შემოქმედებით ესიამოვნათ და საღამო გაელამაზებინათ.

დინამო არენაზე გამართულ კონცერტზე, რამდენიმე გრემის მფლობელმა ჯგუფმა, ქართველი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტები შეასრულა და ჩვეული, დამახასიათებელი ენერგეტიკით დაუვიწყარი, გრანდიოზული სანახობა შექმნა.

განსაკუთრებით გამორჩეუელი კი აუდიტორიისთვის ჯგუფის ცნობილი ჰიტები: Pump IT და Let’s Get It Started აღმოჩნდა, რომელსაც ისინი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

რეპისა და არენდბის გამორჩეული შემსურებლები მსმენელების განწყობის ამაღლებას, სცენიდან ქართული შეძახილებითაც ცდილობდნენ: „საქართველო, We Love Georgia.“

The black eyed peas-ის გრანდიოზული, დაუვიწყარი შოუ ფოიერვერკითა და „ფერადი წვიმის“ სანახაობით დასრულდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ასევე ამაღელვებელი იყო განწყობა, რომელიც მსმენელებმა დინამო არენას გასასვლელ რიგებშიც კი შეინარჩუნეს და გზად „გაიღიმეს“ მღეროდნენ. ისმოდა შეძახილები – „საქართველოს გაუმარჯოს“.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, The black eyed peas-ის შოუს შემდეგ, გაჩერებას არ აპირებენ – უახლოეს მომავალში, StageLove Affair ღონისძიების გამართვას და ცნობილი არტისტის ჩამოყვანას კვლავ გეგმავს, თუმცა ვინ იქნება, ის, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც თავად აღნიშნეს, ქართველი მსმენელისთვის მისი ვინაობა სიურპრიზი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g