LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

531
ქეთევან კიკნაძე

85 ასაკში გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.

„85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი , შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე

მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან კიკნაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალებში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 – ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 – ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1987 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია; საქართველოს დამსახურებული არტისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g