LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

149
qetevan-kiknaZe

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსახიობ ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს, 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„დედასთვის ჯერ არ მითქვამს, ჯერ მე უნდა გამოვიტირო ძია გიგას და ქეთინო დეიდას გვერდზე გატარებული ჩემი უბედნიერესი ბავშვობა“ – რას ეძახდა ნოდარ დუმბაძე ქეთევან კიკნაძეს და როგორ ეხმიანება მსახიობის გარდაცვალებას მწერლის ქალიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები