„დედის ემიგრაციაში წასვლა, თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმაა?“ – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ემოციური გამოდგა მარიამ შენგელიასთვის, რომელიც გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო.
ვიდეო: „პანიკური შეტევები მქონდა, მანქანაში ჩაჯდომისაც მეშინოდა“ – რას ჰყვება მარიამ შენგელია
მომღერალი ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების უდიდესი ტრავმაა. მომღერალი ემოციურად ჰყვება რა გზა გაიარა დედის ამიგრაციაში ყოფნის პერიოდში. როგორც ირკვევა მარიამ შენგელიას დედა ახლაც ემიგრაციაშია:
„დედამ რომ გამაჩინა იყო 17 წლის, ძალიან პატარა. თითქმის ერთად გავიზარდეთ, ახლა ბებია ჩემთვის დედასავით არის.
დედის წასვლა იყო ძალიან რთული, მეგონა ნახევარი გამომეცალა. თავიდან რომ წავიდა ვერც ველაპარაკებოდი იმდენად რთული იყო ეს ჩემთვის… ცუდად გავხდი, დღემდე რთულია.
პროტესტი მქონდა მის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა დედას ეს არ ვაგრძნობინე… ემიგრაციაში წასული ადამიანები არიან უძლიერესები…“ – ამბობს მომღერალი.
"დედის ემიგრაციაში წასვლა ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა"დედის ემიგრაციაში წასვლა, თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმაა? #მარიამშენგელია
Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024