LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შენგელიამ ერთი ნახვით შეყვარების დაიჯერა: „ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შემთხვევაში კარგია, იცის, რა უნდა…“

19028
მარიამ შენგელია

მომღერალი მარიამ შენგელია ბოლო დროს განსაკუთრებულად ბრწყინავს. შეიძლებოდა, ეს მისი იმიჯის ცვლილებისთვის დაგვებრალებინა, რადგან მცირე ხნის წინ გრძელ თმას დაემშვიდობა და ბიჭური ვარცხნილობა მოირგო, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი განსაკუთრებული სიბრჭვიალე ერთი ადამიანის დამსახურებაა. ის სპორტსმენია და მარიამის ცხოვრებაში გამორჩეული ადგილი დაიკავა. ჯერჯერობით მომღერალი მის ვინაობას არ ამხელს, მაგრამ მასზე გატაცებით საუბრობს fortuna.ge-სთან.

დავიწყოთ შენი შეცვლილი იმიჯით, რომელიც ძალიან გიხდება. როგორ გადაწყვიტე ასე რადიკალურად ვარცხნილობის შეცვლა?ღსანიშნავია, რომ ფანტასტიკურად გამოიყურები!..

ბევრი მეკითხებოდა, როცა თმა შევიჭერი, რთული პერიოდი ხომ არ გაქვსო…

სხვათა შორის, ქალბატონები ხშირად სტუმრობენ სტილისტებს, როცა პრობლემური პერიოდი აქვთ…

მეც ასე ვიყავი, რთული პერიოდები რომ მქონდა, სულ თმას ვერჩოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მიზეზი არ ყოფილა. გავრისკე, 50/50-ზე იყო, ან მომიხდებოდა, ან – არა. ამ სტილში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, რაც კი ოდესმე მქონია. თმა რომ შევიჭერი, თითქოს უდიდესი სტრესისგან გავთავისუფლდი. მე მყავს სტილისტი არტური, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე კარგია. თუ თმას ვიჭრი, მინდა, რომ საუკეთესოსთან შევიჭრა. ერთ დღეს სპონტანურად გადავწყვიტე თმის მოკლედ შეჭრა.

ამ ბოლო პერიოდში გამორჩეულად გამოიყურები. მგონი, ჩაცმის სტილიც უფრო სხვანაირი გაქვს…

კი, ნამდვილად ასეა. თავიდან მეგონა, რომ ახალ იმიჯს ვერაფერს მოვარგებდი, მაგრამ გადაპრანჭული კაბები ისე მომწონს ჩემს მოკლე თმაზე… ეს ყველაფერი ახალი იმიჯის დამსახურებაა. კიდევ ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და სტაბილური როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში…

Processed with VSCO with a4 preset

გასაკვირი არცაა, რომ შენი აციმციმებული თვალების მიზეზი შესაძლოა, ვინმე განსაკუთრებული იყოს… ვიცი, რომ სპორტსმენია შენი შეყვარებული.

ძალიან ვარ შეყვარებული მართლაც. ასე არასდროს ვყოფილვარ.

სახელსა და გვარს არ გვეტყვი?

ჯერჯერობით არა (იღიმის).

მახსოვს, შენთან და ნუცა თოფურიასთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მითხარით, რომ თქვენ გვერდით ვერ წარმოგედგინათ მეორე ნახევრები, რომლებიც კარიერაში ხელს შეგიშლიდნენ. როგორია შენი მეორე ნახევარი ამ კუთხით?

ის ჩემზე 10 წლით დიდია. მგონია, რომ ასაკობრივი სხვაობა ჩვენ შემთხვევაში ძალიან კარგია. არის ჩამოყალიბებული ადამიანი და იცის, რა უნდა. მე 21 წლის ვარ თუ რამე ბავშვურად მომდის, მას ყველაფერი ესმის, ძალიან სტაბილურია. ხანდახან ცოტა ჩავარდნები მაქვს. ამდენი კონცერტის შემდეგ შეიძლება, მოვწყდე, სახლში მინდოდეს ყოფნა და არაფერი სხვა. ასეთ დროს ძალიან კარგია, როცა გყავს ადამიანი, რომელიც ყველაფერში გიგებს და შენ გვერდითაა, გაძლევს მოტივაციას. ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივარია. გიჟდება ჩემს სფეროზე.

ერთმანეთი როგორ გაიცანით?

ძალიან შემთხვევით, მეგობრების წრეში.

რა იყო მთავარი, რითაც მოგხიბლა?

რომ დავინახე, მივხვდი, რომ ის ის იყო (იღიმის).

ერთი ნახვით შეყვარება იყო?

კი და მე ჩემი მხრიდან დავიჯერე, რომ არსებობს ერთი ნახვით შეყვარება.

როგორ ატარებთ დროს? რა საერთო ინტერესები გაქვთ?

ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და სულ მეგობრებთან ერთად ვართ.

განსაკუთრებული კომპლიმენტი მისგან რასთან დაკავშირებით მიგიღია?

ყველა ჩემს შესრულებას განსაკუთრებული კომპლიმენტები ახლავს მისი მხრიდან.

სიყვარულმა შემოქმედებითი ამბები ხომ არ გაააქტიურა?

ძალიან. რასაც აქამდე არ ვაკეთებდი, ყველაფრის კეთება დავიწყე. ავიღე კურსები, სადაც მუსიკის კეთებას ვსწავლობ. მომბეზრდა ქავერების სიმღერა, ამიტომ მინდა, საავტორო შემოქმედება მქონდეს. მინდა, თავად დავწერო სიმღერები და ვსწავლობ. ეს სფერო ძალიან მაინტერესებს.

შენმა საუკეთესო მეგობარმა, ნუცა თოფურიამ როგორ მიიღო შენი შეყვარებული?

ნუცა ჩემთვის ყველაფერია, მისი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით. თავიდან ნუცა ყველაფერს კრიტიკულად უყურებს. თავისთვის ატარებს ცდებს და ნახულობს, რამდენად არ ჩაიჭრებიან გამოცდებში ადამიანები.

ჩააბარა ნუცას ტესტები?

კი.

რა ოცნებები გაქვს ახლა ამ ეტაპზე?

ყველაზე მეტად რაც წარმოუდგენელი მეგონა, თუ როგორ შეიძლებოდა პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსება, ის ამიხდა. რა თქმა უნდა, მინდა, ბევრად კარგად ვიყო, ვიდრე ახლა ვარ, მაგრამ ჩემი მთავარი სურვილია, სტაბილურობა და ბალანსი მქონდეს კარიერასა და პირადს შორის…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები