LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა… ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით“ – კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერებაზე

136
ირაკლი კობახიძე

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

კობახიძის თქმით, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის კი პრემიერის განცხადებით ქართული მხარე არის თავიდან ბოლომდე მზად და ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება:

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო. სამწუხაროა იმდენად, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ, გასული ოთხი წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა.

ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო არის თავიდან ბოლომდე მზად და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით. თუმცა, ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ამისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვართ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი: „საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა“

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის…“ – ზალკალიანი ილია დარჩიაშვილსა და ენტონი ბლინკენის მოადგილის შეხვედრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g