LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

132
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 94-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მთავარი აქცენტი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით. ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

ცენტრალური ბანკების ლიდერები, წლიური შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ინოვაციურ ჰაბს ესტუმრნენ. ასევე, ვიზიტის ფარგლებში ფინანსურ სერვისებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შედეგად გამოწვეული რისკების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილეს.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g