LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ასაკს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც პასპორტში ვიხედები, ისე ვერა“ – ნუცა ჯანელიძე

272
2024-07-12_00-53-55_575084

მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ასაკის შესახებ საუბრობს.

როგორც ის აღნიშნავს, ასაკი მხოლოდ ციფრებია და მას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც პასპორტში იხედება.

„ასაკს მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როდესაც პასპორტში ვიხედები, ისე ვერა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ისეთ გარემოცვაში ვიყავი, სადაც დადებითი ემოციები იყო. ბავშვებთან მით უმეტეს, ორმაგად საჭიროა იყო დადებითი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ხანდახან მათ ენაზე ვლაპარაკობ. მე ეს ძალიან მიხარია, რომ მათ თავისი ასაკის ვგონივარ. ხასიათი კი შემეცვალა ასაკში. ვნანობ, რომ ოპერაში არ ვმღერი“, – ამბობს ნუცა ჯანელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g