LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ქეთევან კიკნაძეს დაემშვიდობა

258
ქეთევან კიკნაძე

გამორჩეული ქართველი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.

ქეთევან კიკნაძის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში დილიდან მიმდინარეობდა. საზოგადოება მსახიობს დღეს დაემშვიდობა.

ქეთევან კიკნაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და მისმა თაყვანისმცემლებმა გააცილეს.

კიკნაძის ოჯახის წევრებს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებმა მიუსამძიმრეს.

ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში 9 ივლისს გარდაიცვალა.

„დედასთვის ჯერ არ მითქვამს, ჯერ მე უნდა გამოვიტირო ძია გიგას და ქეთინო დეიდას გვერდზე გატარებული ჩემი უბედნიერესი ბავშვობა“ – რას ეძახდა ნოდარ დუმბაძე ქეთევან კიკნაძეს და როგორ ეხმიანება მსახიობის გარდაცვალებას მწერლის ქალიშვილი

მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა

ფოტო: „პირველი არხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g