LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კურიერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

195
Untitled design (1)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოპედით მიმავალ კურიერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g