13 ივლისს, წისქვილის „თეატრის“ სცენაზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ შოუ „დაისი” მაყურებლის წინაშე წარსდგა და მათი ოვაციებიც დაიმსახურა.
წარმოდგენაში მონაწილეობას რეჟისორ ლევან წულაძის ქალიშვილი თინათინ წულაძეც იღებდა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების ცეკვა იცეკვა“.
„ჩემი ოცნების ცეკვა ვიცეკვე გუშინ. დიდი მადლობა „თეატრი • Theatre“-ის გუნდს ❤️ Ekaterine Javakhishvili და Bachana Chanturia ულამაზესი კოსტიუმისთვის ❤️“, – წერს თინათინ წულაძე.