ქეთო ანთიძის პოდკასტში „ჩვენ“ ახალი წყვილი – თინათინ წულაძე და ბუბა ჭოღოშვილი ერთად გამოჩნდნენ და საკუთარ რომანზე ისაუბრეს.
თინათინი:
როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა? ბუბა არის სახელოსნო 42-ის მსახიობი, მესამე წელია. იქ გავიცანი. გადასარევი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ვმეგობრობდით, არასდროს გვიფიქრია გაპრანჭვაზე. კი არ სჯერა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ერთ დღეს გაჩნდა… ყოველთვის ვთვლიდი, რომ გადასარევი ბიჭია, მაგრამ არ შემიხედავს ამ თვალით…
ბუბა:
პირველად კასტინგზე ვნახე, რომ შევედი, შევამჩნიე, არ ვიცოდი, ვინ იყო, გაციებული იყო, სიცხიანი, თავისთვის იჯდა. ცოტა განცდებში ვიყავი, რადგან კასტინგი იყო. მერე გავიგე, ვინც იყო და დავამატე სოციალურ ქსელში.
თინათინი:
ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე მივდიოდით, ვსაუბრობდით, რომ არავინ ჩანს და იქ მივდიოდით იმისთვის, რომ ბუბასთვის ვიღაც გამეცნო…
როგორ გადაიზარდა სიყვარულში?
ბუბა:
რაღაცნაირად მოხდა ყველაფერი…
თინათინი:
იმის გამო, რომ მანამდე ვიცნობდით ერთმანეთს, ბევრ რამეზე გვილაპარაკია და მოგვიყოლია ერთმანეთისთვის რაღაცები. მგონია, რომ გაცნობის მორიდებას გადავახტით და პირდაპირ კომფორტულ ტალღაზე დავსხედით. ამ დაბადების დღეზე ერთი წამი იყო, რაღაცნაირად შემომხედა. მკითხა, რა გინდაო. არც ვიცი, რატომ… მერე, სხვათა შორის, სამი დღე არ გამოჩენილა… ამას მთელი ცხოვრება გავახსენებ. 18-ში ძალიან საქმიანად დავსხედით და ვთქვით, მე მომწონხარ და მეც მომწონხარ… სწორედ იქიდან ითვლის გუგა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისს.
რამდენია ხანია, ერთად ხართ?
ბუბა:
5 თვეა.
