ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოში იმყოფება. ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნით, ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით ჩამოვიდა. დღეს საღამოს კი მონაწილეობას მიიღებს ქალთა ძალადობის წიანააღმდეგ მიმართულ შემოქმედებით საღამოში. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს მოხმარდება.
მსახიობი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ ესტუმრა, სადაც მსახიობმა ბუბა ჭოღოშვილმა ულამაზესი ყვავილების თაიგული მიართვა და იტალიურადაც მიმართა.
დიალოგის დასასრულს ბუბამ გადაცემის წამყვანებთან აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია მისი გარეგნობით.
„35 ათასჯერ გავიმეორე ტექსტი. რომ შემოვედი და დაგინახეთ ენა ჩამივარდა“, – აცხადებს ბუბა ჭოღოშვილი.
