საქართველოს ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, ორნელა მუტი ეწვია.
კადრებს სოციალურ ქსელში ნიკა ესაკია გვიზარებს.
„ლეგენდა თბილისშია…“ – წერს ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ დღეს 19:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საქველმოქმედო საღამოს გამართავს, სადაც მონაწილეობას მიიღებს ლეგენდარული იტალიელი კინო მსახიობი ორნელა მუტი.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს.
საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ანსამბლი „ერისიონი“, გიგი პიანომენი, „ალეგრო“, ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. საღამოს წაიყვანს ნიკოლოზ წულუკიძე.
