ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ სტუმრობდა, სადაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, სამსახიობო კარიერის განმავლობაში, მისთვის გამორჩეული ფილმი დაესახელებინა.
– ყველა ერთმანეთს ვეუბნებოდით: „რომელი ფილმი გირჩევნია?“ და აღმოჩნდა, რომ „ჭირვეულის მორჯულება“ ჩვენთვის არის ტოპ 1 ადგილზე, სადაც თქვენ თამაშობთ. თქვენთვის რომელია ასეთი?
„ამ ფილმმა ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა მთელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ის ჩემთვის ძვირფასია, თუმცა ყველა ფილმი მსახიობს გულთან ახლოს მიგვაქვს და ძვირფასია ჩვენთვის“, – აცხადებს ორნელა მუტი.
