18 ივნისს, ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟით კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება და მხარდაჭერა.
საქველმოქმედო საღამოს ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, ორნელა მუტი დაესწრო.
ქართველი პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილი სოციალურ ქსელში ორნელა მუტისთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
„დიდი პატივია ლეგენდარულ ორნელა მუტისთან შეხვედრა ფონდ „La Vita è Bella“-სა და იტალიის საელჩოს მიერ საქართველოში ორგანიზებულ ულამაზეს საქველმოქმედო საღამოზე. ✨
მისი ხელოვნება და ფილმები ჩემი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და მასთან პირადად შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებული იყო.❤️“, – წერს ნინო ანანიაშვილი.
