რას მოიაზრებს ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ ისაუბრა.
რას მოიაზრებს ყველაზე გავრცელებული წყვილის ურთიერთობის მოდელი?
ვისაუბროთ, ყველაზე გავრცელებულ ე.წ. წყვილის ურთიერთობის მოდელზე, რაც მოიაზრებს ორი ინდივიდს შორის სექსუალურ მიზიდულობას და პიროვნებათშორის, ე.წ. ინტიმურ ურთიერთობას. ის დრო, როცა ოჯახები გარიგებით აკავშირებდა ადამიანებს დასრულდა, სოციალური შეთავსებადობა და გადარჩენის ინსტინქტი პარტნიორზე არჩევანის გაკეთების პროცესში ნაკლებად გვმართავს, რამდენადაც სქესის მიუხედავად საკუთარ თავზე ზრუნვა მეტ-ნაკლებად შეგვიხლია. აღარ არის გენდერული ნორმა – მამრის ეკონომიკური რესურსის წყაროდ აღქმა ან შინ შრომის მდედრის მოვალეობად განსაზღვრა. ქალი ფუნქცია არ არის. მეტი შეუძლია ვიდრე მხოლოდ სხვა ადამიანის მომსახურება, მოვლა. თანამედროვე სამყაროს სიკეთეები სასურველია სათანადოდ გავიაზროთ. გვაქვს საკმარისი წინაპირობა – გავაკეთოთ პიროვნული არჩევანი და შემდგომ, როდესაც ურთიერთობაში შევდივართ და მძაფრად შევიგრძნობთ ჩვენს ინდივიდუალობას, პიროვნულობას – სასურველია არ ვიმსჯელოთ სტერეოტიპებით. ადამიანებს გვაქვს უნარი განვავითაროთ ინდივიდუალური მიმართებები – გვქონდეს საკუთარი აზრი, ვინ ვართ, რა გვინდა – რა არის ჩვენთვის პარტნიორულ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი.
რას ნიშნავს წყვილური ურთიერთობა და როგორ ვითარდება ის?
წყვილის ურთიერთობა დინამიკაა. თუ საკმარისი გამოცდილება არ აქვს ადამიანს, საკუთარ სისუსტეებს ამრიდებლური ქცევით დაძლევს? როგორ ფიქრობთ? ფიქრის, გაანალიზების და გაცნობიერების ნაცვლად, ეადვილება პირადი ცხოვრება სოციალური ნორმის სტერეოტიპურ მოდელს მოარგოს, პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე აირიდოს, ვერ გაბედოს. ამიტომ არ იცვლება სწრაფად ტრადიციულ საზოგადოებაში პარტნიორული ურთიერთობები თანამედროვე პატერნებით, აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ხვდება როგორი მოძველებულია, მაგ. ქორწინებამდე სექსის დაძრახვა მოდერნული საზოგადოებისთვის აბსურდულიც კია. როგორ შეიძლება ადამიანი არ უფრთხილდებოდეს თავისუფლებას და მინდობილი იყოს სოციალურ წესრიგს, თვლიდეს რომ მოვლენების რიგი მის ბედს წყვეტს.
რატომ შეიძლება არ გვსურდეს ვმართავდეთ ცხოვრებას?
ინდივიდის არჩევანია ვისთან იყოს. ოჯახი, მეგობრები და ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო ხალხის აზრი თუ მოქმედებს ჩვენს არჩევანზე, დასანანია. რატომ ვიქცევით ასე? პრაქტიკული ანთროპოლოგია გულისხმობს რომ გაუცნობიერებლად მივყვებით გენდერულ როლებს და სოციალურად განმტკიცებულ არქაულ ქცევის მოდელებს ვიმეორებთ. მაგ. ცნება, როგორიც არის პატიოსნება – დღესაც ბევრს ჰგონია რომ გამოცდილების სიმწირეს გულისხმობს, პირიქით – რაც უფრო გამოცდილი, გარკვეული და დამოუკიდებელია პიროვნება, მეტად აქვს განვითარებული მეობა, შეგნებულია, უფრთხილდება თავისუფლებას და პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევანს, რადგან ნაკლებად ითვალისწინებს გარემოებებს და მეტად ავითარებს ავტონომიურ აზრს. შესაბამისად, იმ სხვა ადამიანთან და ამ დროს ეს პიროვნება ჯანსაღი ურთიერთობის როლმოდელს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
ადვილია ამოვიცნოთ ვაზროვნებთ თუ არა სტერეოტიპებით: რაც უფრო მეტად ჰგავს მსჯელობა გავრცელებულ აზრს, ან თუ იმეორებს საზოგადოებრივ აზრს – ნაკლებად ჭეშმარიტია. ზუსტად ამ დროს ვკარგავთ პიროვნული განვითარების პერსპექტივას და დროთა განმავლობაში ვიკარგებით საზოგადო იდეალების ძიების ილუზიებში. თანამედროვე ე.წ. დეითინგის – სასიყვარულო ურთიერთობის მატრიცა რომ შევქმნათ, აუცილებელი წინაპირობაა თავისუფალი ვიყოთ არჩევანში და არ შეგვეშინდეს თუნდაც უსიამოვნო გამოცდილებების. წყვილის ურთიერთობა რომ შედგეს, საკუთარ პიროვნებას – მეობას, პიროვნულ საზღვრებს. საკუთარ საჭიროებებს, სურვილებს – სასურველია მკაფიოდ ვგრძნობდეთ, და ეს გამოცდილებებს მოაქვს.
რა აყალიბებს მეობას?
მეობას ავტობიოგრაფიული ცნობიერება ე.წ. საკუთარ თავზე და აზრებზე წარსულში დაკვირვების უნარი აყალიბებს. თავი ვინ გვგონია და ვინ ვართ, როგორი პიროვნება – სასურველია საკუთარ თავზე წარმოდგენებისგან გავმიჯნოთ და რეალობა მეტად გავითვალისწინოთ. სერიოზული ურთიერთობების გამოცდილების გარეშე, ინტერპერსონალურ ურთიერთობებს ვგულისხმობ, ვერ იმსჯელებ ადამიანი სინამდვილეში ვინ ხარ, მეცნიერებაში სარწმუნო მხოლოდ ცდის შედეგია. პრაგმატული ანთროპოლოგიიდან თუ ამოვალთ, ჩვენი მეობა ე.წ. იდენტობები სოციალიზაციის პროცესში ყალიბდება. ბიოგრაფიული თვითმიმართება ადამიანს გვაქვს თუ გაანალიზების უნარს ვიყენებთ. სად მოგვწონს საკუთარი ქცევა ურთიერთობაში, როდის ვგრძნობთ თავს კარგად და პირიქით – სად ვუშვებთ შეცდომებს, და მაინც არ ვცვლით.