რა არის რაპორტი და როგორ გამოიყენება ის ბავშვებთან ურთიერთობაში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან”ფსიქოლოგმა ფსიქოთერაპევტმა, მაკა აბაზაშვილმა ისაუბრა.
რა არის რაპორტი და როგორ გამოიყენება ის ბავშვებთან ურთიერთობაში?
რაპორტი (rapport) არის ემოციური კავშირი ორ ან მეტ ადამიანს შორის, რომელიც ეფუძნება ნდობას, გაგებას, პატივისცემას და გულწრფელ ინტერესს ერთმანეთის მიმართ.
ბავშვებთან რაპორტის დამყარება არის საფუძველი ნებისმიერი პროდუქტიული ურთიერთობისთვის, იქნება ეს თერაპია, სწავლება თუ თამაშის აქტივობები. ბავშვისთვის კომუნიკაციის დამყარება სწორედ თამაშით იწყება და რაპორტის დამყარებასთან ერთად ვისაუბრებ თამაშების რეკომენდაციებზე, რომელიც ეხმარება ამ პროცესის წარმართვას.
რაპორტის, ანუ პირველადი კომუნიკაციის დამყარების რამდენიმე საფეხური არსებობს, რომელსაც დეტალურად გავივლით, მანამდე კი აუცილებელია იმის ხაზგასმა თუ ვისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო ეს ინფორმაცია…
მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანისთვის ვისაც ბავშვებთან უწევს შეხვედრა და კომუნიკაცია, იქნება ეს ბაღის/სკოლის, მასწავლებელი, აღმზრდელი, ნებისმიერი წრის მასწავლებელი(ხატვა, ცეკვა, ტანვარჯიში და ა.შ) ფსიქოლოგი, თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი, სტომატოლოგი, ოჯახის ექიმი, პედიატრი, საბავშვო მაღაზიის კონსულტანტი, ანიმატორი, გიდი თუ ტრენერი… ჩამონათვალი დიდია…
რაპორტის დამყარების გზებთან მიმართებაში აუცილებელია ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების ცოდნაც, ამ თავისებურებების გათვალისწინება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროფესიის ადამიანისთვის, ვისაც ბავშვთან უწევს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ თავისებურებების გათვალისწინება კარგი რაპორტის დამყარების აუცილებელი წინაპირობაა, იმისთვის რომ ბავშვმა დაცულად, მიღებულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, სადაც საკუთარი თავისდა ემოციის გამოხატვისთვის სანდო გარემოა შექმნილი.
ზოგადი რეკომენდაციები რაპორტის დასამყარებლად: