LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია დასვენება ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

108
ვერიკო-გოჯიაშვილი

რამდენად მნიშვნელოვანია დასვენება ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია დასვენება ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად?

დასვენება ყველა მშრომელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი იქნება დასაქმებული ფიზიკურად, გონებრივად, თუ შრომობს შინ, ანუ დიასახლისია. თუ ადამიანი იხარჯება, ის აუცილებლად იღლება სამივე მიმართულებით, ფიზიკურ შრომასაც ჭირდება გონება და ასევე ჩართულია ემოცია. ემოცია ყველა პროცესში აქტიურად მონაწილეობს და ამ ყველაფერს პერიოდულად სჭირდება აღდგენა, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ.

შრომა-დასვენების მონაცვლეობაზე და ამ პროცესის აუცილებლობაზე იზრუნა ღმერთმა, როდესაც სამყაროს ქმნიდა. მან იშრომა ექვსი დღე და კვირას დაისვენა, რათა დამტკბარიყო თავისი შემოქმედებით. ასევე, ღმერთმა დააწესა ღამის ძილი და ასევე კვირა დღე, როდესაც მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ უქმე მდგომარეობაში და ვადიდოთ უფალი.

როგორ მოქმედებს დასვენება ჩვენზე?

თუკი ნებისმიერი არაცოცხალი, ნივთიერი თუ საკვები პროდუქტების დანახარჯი თვალითაა ხილული, გამოილია და შევსება გვჭირდება, თუკი მანქანას ჭირდება საწვავი, თორემ გაჩერდება და აღარ მოგვემსახურება, ასევე კომპიუტერი ან ტელეფონი დაჯდება და უნდა დავტენოთ, ადამიანის სხეულიც გრძნობს გამოფიტვას და მას სჭირდება როგორც მცირე, ისე დიდი დასვენებები.

მცირე დასვენებაა გაკვეთილებს შორის შესვენება, სამსახურში ერთსაათიანი დასვენება, შაბათ-კვირა, ღამის ძილი და დიდი დასვენება არის შვებულება.

სხვათა შორის სულხან-საბას ლექსიკონში აგვისტოს თვის სინონიმია არდადეგი, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე დასვენებისთვისაა განკუთვნილი, რადგან გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი რთული და დატვირთულია როგორც გლეხისთვის, ისე მოსწავლისთვის და ასევე მოდის ძალიან შრომატევადი შემოდგომა და ასევე აკადემიური წლის დასაწყისი. შემოდგომა ხომ ყველა მიმართულებით ასოცირებულია შრომასთან, ახლის დაწყებასთან, სტარტის აღებასთან, რასაც ჭირდება სრული ძალების: გონების და შემართების მობილიზება და ამ შრომისთვის ვემზადებით სწორედ პროდუქტიული დასვენებით.

დასვენების გარეშე ადამიანი გადაიღლება და ეს გადაღლა, ე.წ. გადაწვა აისახება მის ფიზიკურ სხეულზე, ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკაზე, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე გონების, გულის, კუჭ-ნაწლავის და აბსოლუტურად ყველა ორგანოს მუშაობაზე. ასევე ეცემა შრომის ნაყოფიერება, ირღვევა ადამიანის მთლიანობა და ჯანმრთელობა.

დასვენება და აუცილებლად ხაზგასასმელია, – ხარისხიანი დასვენება აუცილებელია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე შრომის ნაყოფიერებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები