ლელა წურწუმიამ ბალდის კანიონზე ველოსიპედით გადასვლა გაიხსენა.
როგორც ლელამ აღნიშნა, მას ძალიან ეშინოდა, მისი შვილის, მარიკოს სიტყვებმა კი დააწყნარა და ძალა მისცა.
„დე, ამდენი სიძნელე გადაგილახავს და ეს რა არისო, მითხრა. აი ამისი თქმა იყო და დავაჭირე ფეხი, წავედი. იმხელა ძალა მომცა, როცა შენი შვილი გამხნევებს, ეს კიდე სხვა საფეხურზე ასვლაა. თითქოს ყველაფერი ქრება, შედიხარ ამ ყველაფერში და გამარჯვებული ხარ,“ – აღნიშნა ლელამ.