მსახიობი ანა ამილახვარი გადაცემა „პრაიმშოუს“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ღალატის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ღალატი ადამიანს ბოლომდე ანადგურებს და ცხოვრების დაწყება ხელახლა გიწევს.
„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ღალატის შემდეგ კაცი უფრო მეტად ითრგუნება, ვიდრე ქალი. არავინ იცის, ვის სად დაგვანგრევს. ღალატი ბევრნაირია და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში დაგემართოს. მას პიროვნების სრული განადგურება მოაქვს.
მივხვდი, რომ ყველაფერი ტყუილზე იყო აგებული. როდესაც სიყვარული ნამდვილია, იქ ღალატი აღარ არსებობს. მგონია, რომ სიყვარული ღმერთის საჩუქარია და თუ მოგეცა მას გაფრთხილება სჭირდება. მე ღალატი ჩემს თავზე გადამიტანია. ღალატი ყველანაირად განადგურებს… მერე გიწევს ხელახლა ცხოვრების დაწყება და ნდობის სწავლა“, – საუბრობს ანა ამილახვარი.