LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ამილახვარი „პოსტივიდან“ გათავისუფლების შესახებ: „ზუსტად ვიცოდი, როცა ამ პოსტს დავწერდი, ტელეკომპანიაში ვეღარ ვიმუშავებდი…“

319
ანა ამილახვარი

ანა ამილახვარი ჟურნალ „სარკესთან“ „პოსტივიდან“ გათავისუფლების თემაზე საუბრობს. მსახიობი დილის გადაცემიდან აქციებზე გამოქვეყნებული პოსტის გამო დაითხოვეს.

„ჩემს ფეისბუქ-“გვერდზე დავწერე პოსტი, სადაც დავგმე ძალადობა. ვთქვი, რომ კანონი როგორიც უნდა იყოს და რაც უნდა ეწეროს მასში, როდესაც ასეთ განხეთქილებას იწვევს და აპირისპირებს ადამიანებს, აშკარად გადასახედია. ის ხალხი, ქუჩაში რომ დგას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი აზრი გასათვალისწინებელია-მეთქი. რამდენიმე საათის შემდეგ, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ დამიბარა. მითხრეს, ცოტა ხანს ჩამოგაშორებთ ეთერს და როცა სიტუაცია ჩაცხრება, ხელახლა განვიხილოთო. ჩემთვის გასაგები იყო, რომ ეს დროებითი ჩამოშორება არ იქნებოდა და იქ ვეღარასდროს გავაგრძელებდი ეთერს. გულწრფელად რომ გითხრათ, მეც სურვილი აღარ მქონდა. როდესაც ეს პროცესები დაიწყო, მაშინვე დავფიქრდი იმაზე, რომ ჩემი მუშაობის ბოლო დღეები იყო. ზუსტად ვიცოდი, როცა ამ პოსტს დავწერდი, ტელეკომპანიაში ვეღარ ვიმუშავებდი…“, – აღნიშნავს ჟურნალთან საუბრისას მსახიობი და „პოსტალიონის“ ყოფილი წამყვანი.

ანი ამილახვარი: „აღარ ვარ ტელევიზია post tv-ს თანამშრომელი… ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები