ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი მარიამ ლამაზი სოციალურ ქსელში შვილის, პატარა ლუკას ემოციურ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ მისი უფროსი შვილი იუბილარია:
„ჩემს პირველ შვილს, ლუკას ვულოცავ დაბადების დღეს, გული მითბება, როცა ვხედავ, როგორი მზრუნველი და მოსიყვარულე ბიჭი გაიზარდე. მიყვარხარ სამუდამოდ შვილო“ – წერს მარიამ ლამაზი.
ინფლუენსერი სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან გულითად მილოცვებს იღებს. „ინსტაგრამში“ მისი გამომწერები წერენ, რომ ლუკა საოცარი ბიჭია:
„ბედნიერი ბიჭი გაიზარდე ❤️… გილოცავთ… ბედნიერი გყოლოდეთ მუდამ❤️“ – წერენ მარიამ ლამაზის გამომწერები.
ცნობისთვის, ინფლუენსერს ამერიკელი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.