LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზემოდან წერილი რაც მოვა – „შპარგალკა“ ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? – გაერთიანდებიან… ანა დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას“ – ზარქუა „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებასა და ანა დოლიძეზე

211
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

„ლელო“და გახარია… ერთმანეთს აგინებდნენ. ერთი რას ეძახდა მეორეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითონ არც ერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრი „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა.

„ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი“ – გიორგი უშიკიშვილი „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა

მისივე თქმით, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ ხალხი 26 ოქტომბერს დაამარცხებს.

ზარქუა „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას გამოეხმაურა. მისი თქმით ამაზე სერიოზულად მსჯელობაც კი არ ღირს.

„ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას“ – მამუკა მდინარაძე

„მართალს ამბობთ? „ლელო” და ქალბატონი დოლიძე გაერთიანდა? მაშინ წაგვიგია და რატომ ვიღებთ მონაწილეობას?! კარგი, რა. არასერიოზულია. სერიოზულად როგორ უნდა ვიმსჯელო ახლა. დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს და მაშინ, როდესაც თვითონ თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს ავიწყდება?!

„ლელოსთან“ დაკავშირებით კი გითხარით, ჩვეულებრივი “ნაცების“ დანამატია, „ნეონაცები“. როგორც უნდათ თვითონ ჩამოყალიბდნენ. რატომ? უამრავი არგუმენტის გამო. ანაკლიის პროექტი ჩააგდო “ლელომ“. მაგას როგორ უნდა ანდრო რამე?!

რაც შეეხება გახარიას. „ლელო“და გახარია… ერთმანეთს აგინებდნენ. ერთი რას ეძახდა მეორეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თვითონ არც ერთი არ არიან ქართველი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ზემოდან წერილი, რაც მოვა, „შპარგალკა“ (გახარია გაიგებს რასაც ვამბობ) ისე დალაგდებიან. ცალკე მოვა? ცალკე იქნებიან. უნდა გაერთიანდნენ? – გაერთიანდებიან. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და მათ ჩვენ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს დავამარცხებთ“ – განაცხადა ზარქუამ.

„ახლა არ არის დრო, ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან სხვა სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას – შევცვალოთ ხელისუფლება“ – „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g