LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა… მადლობა „ქართულ ოცნებას? არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“ – ხვიჩია გვარამიაზე

214
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამია

„გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ ადამიანმა რა თქვას, ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას რუსეთთან ფრენების შესახებ. მისი თქმით „როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს“

„მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ რადიკალები და ვაჭრობა არასდროს დაგვიშლია ქართველი ხალხისთვის. პირიქით, ვამბობდით, რომ რამე მოვალეობა თუ აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ არ იყოს თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, მთელ სამყაროს რომ გადაიმტერებ და შენ თვითონ არ იცი, რატომ, მე ამას პრაგმატულად ვერ ჩავთვლი. ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. ყველაფერი, რაც ახლა ხდება საჯარო სივრცეში ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, გვარამია იქნება ეს, თუ ხვიჩია, ზოგადად ყველაფერი წინასაარჩევნო მოტივით ხდება“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g