LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვილა სააკაძე“ – ადგილი, რომელიც თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს

792
ანა ჭინჭარაული

თბილისთან ახლოს ახალი მრავალფუნქციური სივრცე გაიხსნა. „ვილა სააკაძე“ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნად ღია ცის ქვეშ გეპატიჟებათ.

ანა ჭინჭარაული, „ვილა სააკაძის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– „ვილა სააკაძე“ არის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მდებარეობს თბილისთან ახლოს, მარტყოფის თემში, სოფელ სააკაძეში.  

„ვილა სააკაძეში“ შესაძლებელია ყველა ტიპის ღონისძიების დაგეგმვა (ქორწილი, ხელის მოწერის ცერემონია, დაბადების დღე, კორპორაციული საღამო და ა.შ.), რაშიც სრულფასოვან მომსახურებას გიწევთ ჩვენ. უფრო კონკრეტულად, დამკვეთთან შეთანხმებით ეს მოიაზრებს შემდეგს: ნებისმიერი ღონისძიების შინაარსობრივ და ვიზუალურ დაგეგმვას/განხორციელებას, ტექნიკურ უზრუნველყოფას (აპარატურა, განათება, ბენდის გახმოვანება) სასურველი მენიუს შედგენასა და მომზადებას, სადღესასწაულო ტორტს, ღონისძიების მუსიკალურ უზრუნველყოფას (ბენდის, DJ-ს თუ სოლო მომღერლის ჩართულობა), რეზიდენტ წამყვანებს, დიზაინერების, ფლორისტების, დეკორატორების მომსახურებას, ფოტო/ვიდეო მომსახურებას, მეიქაფ არტისტის მომსახურებას.

„ვილა სააკაძეში“ თქვენ დაგხვდებათ კლასიკურად გაფორმებული ღია სივრცე, სცენით და გადახურვით (წვიმიანი ამინდისგან თავის დასაცავად). გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინვენტარი საკმაოდ მრავალფეროვანია, გარდა ჩვენ მიერ შექმნილი ვიზუალისა, შესაძლებელია სივრცის გადაწყობა ნებისმიერ სტილში, მოთხოვნის შესაბამისად.

– ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ერთადაც სთავაზობთ სტუმრებს ასეთ მრავალფეროვან მომსახურებას? თქვენს გუნდზე მოგვიყევით.

 – „ვილა სააკაძის“ გუნდი დაკომპლექტებულია, შინაარსობრივი თუ ტექნიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირებით. თუ ღონისძიება, სიდიდიდან გამომდინარე, ითხოვს დამატებითი სპეციალისტების ჩართულობას, გვყავს კონტრაქტორი კომპანიები, შესაბამისად, დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს მშვიდად და აუღელვებლად.

– ინდივიდუალურად თუ შეუძლია პირს თქვენთან სტუმრობა განტვირთვის მიზნით, ყოველგვარი ღონისძიების გარეშე?

– ამ ეტაპზე ეს მიმართულება არ გვაქვს, მხოლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს ვმასპინძლობთ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს მივყვებით და თუ ჩვენი სივრცე მომხმარებელში ჩვენთან ინდივიდუალურად სტუმრობის სურვილსაც გააჩენს, შესაძლოა, სამომავლოდ ეს მიმართულებაც განვიხილოთ.  

– როგორც ვიცი, არათუ ზაფხულის, შემოდგომის ჩათვლითაც უკვე არაერთი ჯავშანი გაქვთ მიღებული, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მომხმარებლის ასეთი ინტერესი თქვენი სივრცის მიმართ?

– უპირველესად, კომუნიკაციამ. ჩვენთან არცერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი და მომხმარებელი ყოველთვის ამომწურავ ინფორმაციას იღებს მისთვის საინტერესო საკითხზე, ამასთან, თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური მიდგომით ვაგეგმინებთ მისთვის სასურველ ღონისძიებას. რა თქმა უნდა, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია მათთვის განსაკუთრებული დღის საორგანიზაციო საკითხების პროფესიონალებისთვის ჩაბარება. ცალკე გამოვყოფდი თბილისთან სიახლოვეს, სივრცის დიზაინს, სიმწვანეს და ხმაურზე რომ არ გვაქვს ღამით შეზღუდვა – მთელი ღამის განმავლობაში შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ისეთ ხმაზე, როგორც მოგწონთ.

– როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება სივრცის დაჯავშნის მიზნით და რამდენი ხნით ადრე?

– „ვილა სააკაძეს“ ნებისმიერ სოციალურ ქსელში იპოვით. დაჯავშნა შესაძლებელია დარეკვითაც – +995 557 30 30 20. ღონისძიება შეგიძლიათ დაგეგმოთ კვირის ნებისმიერ დღეს. მთავარია, სივრცე არ დაიჯავშნოს წინა დღეს, თუმცა გვქონია ასეთი შემთხვევებიც და ფორს მაჟორში, დაჟინებული თხოვნით მაინც გაგვირთმევია დავალებისთვის თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g