ბათუმში ახალი მუსიკალური ერა იწყება – ამ სახელწოდებით შეხვდებით ხოლმე რესტორან „ლუმის“ მიერ დაგეგმილი მუსიკალური საღამოების შესახებ ანონსებს. რესტორანი მომხმარებელს დახვეწილი და გემოვნებიანი მუსიკალური საღამოებით პერიოდულად ანებივრებს ხოლმე. მორიგი დაუვიწყარი საღამო კი 21 ივლისს შედგა.
სტუმრების წინაშე ნინი ნუცუბიძე, გიორგი გიგაშვილი და კატო კვარაცხელია წარდგნენ.
დაუვიწყარი საღამოს კადრებს რესტორან „ლუმის” პიარ მენეჯერი სალომე შარვაძე ავრცელებს საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე.
კონცერტზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა ნაცნობი მელოდიები ახლებურად ააჟღერეს და მსმენელში ახალი ემოციებიც გააღვიძეს.
„ცხარე ცრემლით ვიტირე, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს ეს ადამიანები“, – წერს აღფრთოვანებული მსმენელი.