LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არჩევნები ისტორიული იქნება“ – ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადეს

154
კამალა ჰარისი, ბარაკ ობამა & ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

CNN ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჰარისის და ობამების სატელეფონო საუბარი ჩანს. ისინი კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტი კი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ასევე ნახეთ

კამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტია.

მიშელ ობამა ამ საუბრისას კამალა ჰარისს ეუბნება, რომ ამაყობს მისით და ეს არჩევნები „ისტორიული” იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა. ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g