ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კამალა ჰარისმა, ლას-ვეგასში გამართულ მხარდამჭერთა აქციაზე საყვარელი პიჯაკი მოირგო.
პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა იასამნისფერ ულამაზეს ორეულზე გააკეთა არჩევანი, რომელიც საყვარელი საიუველირო ბრენდის Irene Neuwirth-ის სამკაულს შეუხამა.
საინტერესოა, რომ ჰარისს ეს პიჯაკი გასულ წელს, ჯენიფერ ჰადსონის გადაცემაში სტუმრობისას ეცვა. აქვე უნდა ითქვას, რომ Irene Neuwirth-ის სამკაულების ბიზნესი პანდემიის დროს, სწორედ კამალა ჰარისმა გადაარჩინა, ის ბრენდის აქტიურ რეკლამირებას ეწეოდა, რის შემდეგაც მისი მოხმარება შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმაც დაიწყეს.