LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ხუნდაძე: „სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს“

169
დიმიტრი ხუნდაძე

„სამწუხაროდ, მშვიდობის დამცველი ლიდერის მიმართ ტყვიების სროლა მსოფლიოში უცხო აღარ არის – ეს მოხდა სლოვაკეთში, აშშ-ში და როგორც ჩანს, სურთ, რომ ეს საქართველოშიც მოხდეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

სუსი: „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ასეთი ფაქტები საქართველოში არასდროს დამდგარა, რადგან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და სუს-ი პრევენციულად მის აღკვეთას ახერხებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა სუს-ის ვალდებულებაა.

არავის მიეცემა უფლება და საშუალება იმისა, რომ რაც ფიცოსთან მიმართებაში მიხდა და რაც ტრამპთან დაკავშირებით გაბედეს, საქართველოშიც მსგავსი რამ გაიმეორონ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?!” – ყაველაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g